უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით 20-მდე ოკუპანტი, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ მიმართულებით, ხერსონი ოლქში რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება.
ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა ხერსონის ოლქის ბერისლავსკის რაიონში ერთ დღეში 19 რუსი დამპყრობელი, ოთხი ერთეული ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ავიაციამ მტერს ორი დარტყმა მიაყენა, კერძოდ ოკუპანტების დასაყრდენ პუნქტს ანდრეევკას მახლობლად და მტრის ძალებსა და აღჭურვილობას ბრუსკინსკოესთან.

























