ოლაფ შოლცს გაზსადენის პროექტ MidCat-ზე მუშაობის განახლება სურს

ოლაფ შოლცს გაზსადენის პროექტ MidCat-ზე მუშაობის განახლება სურს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მას სურს განაახლოს მუშაობა გაზსადენის პროექტ MidCat-ზე, რომელიც პირენეს ნახევარკუნძულს ცენტრალურ ევროპასთან დააკავშირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

„ახლა ეს დიდ წვლილს შეიტანს მიწოდების სიტუაციის შემსუბუქებაში და სწორედ ამიტომ, მე, ჩემს ორ კოლეგასთან ერთად ესპანეთსა და პორტუგალიაში, ისევე როგორც საფრანგეთის პრეზიდენტთან და ევროკომისიის ხელმძღვანელთან საუბრისას, მტკიცედ ვუჭერ მხარს იმას, რომ აღადგინოთ ეს პროექტი“, - განაცხადა კანცლერმა.

226-კილომეტრიანი მონაკვეთი ხმელთაშუა ზღვის გაზის დერეფნის პროექტისთვის კატალონიაში პირენეების გავლით საფრანგეთამდე უნდა აშენდეს. წინასწარი შეფასებით, ამას მინიმუმ ორი წელი დასჭირდება. ესპანეთი გამოდის წინადადებით, რომ მშენებლობა ევროკავშირმა დააფინანსოს.