ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, პირებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა ახალი მიღებული აქვთ, ლატვიის დატოვება მოუწევთ

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი აცხადებს, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა ახალი მიღებული აქვთ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ.
„იმ პირებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა ახალი მიღებული აქვთ, ქვეყანაში დარჩენის უფლება არ ექნებათ, მათ ლატვიის დატოვება მოუწევთ. ბუნებრივია, კანონები უნდა დაზუსტდეს“, - წერს ედგარს რინკევიჩსი „ტვიტერში“.
მისი განმარტებით, რუსეთი ბალტიის ქვეყნებში მცხოვრები რუსებისთვის მოქალაქეობის მინიჭების გაადვილებას განიხილავს.

























