ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ წინააღმდეგია ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა რუსეთის ყველა მოქალაქეს აეკრძალოს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მხარს არ უჭერს ინიციატივას იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში რუსეთს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვა მოხვდეს. ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს პუტინის ომია და ამიტომ, ჩემთვის მძიმეა ამ იდეას დავთანხმდე“ , - აცხადებს შოლცი.
მისი თქმით, ევროკავშირმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება პერსონალურ სანქციებზე ადამიანთა წინააღმდეგ იმ ცენტრიდან მოსკოვში, სადაც გადაწყვეტილებების მიღება ხდება.
„ჩვენა ამას კვლავ განვაგრძობთ“, - აღნიშნა კანცლერმა.
თუმცა, ის გაუმართლებლად მიჩნევს სადამსჯელო ზომებს რუსეთის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ.
მისი შეფასებით, ასეთი აკრძალვა შეარბილებს სანქციების ეფექტურობას, თუკი ისინი მიმართული იქნება ყველას, მათ შორის, უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ.

























