უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე 43 000 რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 11 აგვისტომდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 43 000 ჯარისკაცია ლიკვიდირებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.
„მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 846 ტანკს, 4 100 ჯავშანმანქანას, 974 საარტილერიო სისტემას, 261 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 134 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 232 თვითმფრინავს, 193 ვერტმფრენს, 3018 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 772 უპილოტო საფრენ აპარატს, 90 ერთეულ სპეცტექნიკას, 185 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























