ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას 5 ადამიანი დაშავდა

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები ბათუმის კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ადგილობრივების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა გვირაბთან მოხდა, სადაც ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

























