11 აგვისტოს, შინდისის საჭიდაო არენაზე ქართულ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართება

11 აგვისტოს, შინდისის საჭიდაო არენაზე ქართულ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება 2008 წლის აგვისტოს ომში, შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული 17 გმირის ხსოვნას ეძღვნება. შეჯიბრში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენს შეუძლია.
მათივე ცნობით, აწონვები დაიწყება 11:00 საათიდან 12:00 საათამდე გაგრძელდება. ორთაბრძოლები კი 13:00 საათზე დაიწყება.
საპრიზო ადგილების მფლობელები სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები.
I ადგილი - 500 ლარი
II ადგილი - 300 ლარი
III ადგილი - 200 ლარი
მათივე ცნობით, გარდა აღნიშნული სამი წონითი კატეგორიისა, შეჯიბრება გაიმართება აბსოლიტურ წონით კატეგორიაშიც. ამ წონითი კატეგორიის პრიზიორებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდოები.
I ადგილი - 1000 ლარი
II ადგილი - 600 ლარი
III ადგილი - 400 ლარი
ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტარდება.

























