იაპონიის პრემიერმა 7 მინისტრი გადააყენა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განახორციელა მას შემდეგ, რაც რელიგიურ მოძრაობა „გაერთიანების ეკლესიასთან“ კავშირის მქონე რამდენიმე მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ფუმიო კიშიდამ 7 მინისტრი გადააყენა. თანამდებობები შეინარჩუნეს საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრებმა, თავდაცვის მინისტრი, მოკლული ყოფილი პრემიერის შინზო აბეს უმცროსმა ძმა, ნობუო კიში კი პოსტიდან გაათავისუფლეს.
Reuters-ი წერს, რომ „გაერთიანების ეკლესიასთან“ კავშირების გამო საზოგადოებაში ქვეყნის მმართველი პარტიის მიმართ მხარდაჭერა მცირდება.
საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ფუმიო კიშიდას რეიტინგი სულ რაღაც სამ კვირაში 59%-დან 46%-მდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ის იაპონიის პრემიერ-მინისტრი გახდა.
აღსანიშნავია, რომ შინზო აბეს მკვლელობაში ეჭვმიტანილის თქმით, მისი დედა „გაერთიანების ეკლესიის“ წევრი იყო, რომელიც მასში შემოწირულობების განხორციელების გამო გაკოტრდა და მან დაჯგუფების პოპულარიზაციაში ყოფილი პრემიერი დაადანაშაულა.

























