უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ  42 800 რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ  42 800 რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 10 აგვისტომდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 42 800 ჯარისკაცია ლიკვიდირებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.

„მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1832 ტანკს, 4086 ჯავშანმანქანას, 971 საარტილერო სისტემას, 261 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, 133 საჰაერო თავდაცვის სისტემებს, 232 თვითმფრინავს, 193 ვერტმფრენს, 3005 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 766 უპილოტო საფრენ აპარატს, 89 ერთეულ სპეცტექნიკას, 185 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.