ნიკოლაევის მერი - ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის

ნიკოლაევის მერმა ალექსანდრ სენკევიჩმა განაცხადა, რომ ქალაქში აფეთქებები მოხდა.
მან მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა.
"ნიკოლაევი - ისმის აფეთქებების ხმა! თუ თავშესაფარში არ ხართ, დაიცავით ორი კედლის წესები", - დაწერა Telegram-ში მერმა.
სენკევიჩის თქმით, ქალაქში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა.

























