ბორჯომის მუნიციპალიტეტში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.