სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულსა და ახლომდებარე რაიონში კოკისპირული წვიმის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულსა და ახლომდებარე რაიონში კოკისპირული წვიმის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, ხოლო 6 კი დაკარგულად ითვლება.
ამასთან, უხვმა ნალექმა გზის ჩახერგვა და ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია. მოსალოდნელია მეტი ნალექი, ხოლო კატასტროფების ცენტრალურმა შტაბმა კრიზისული განგაშის დონე მაქსიმუმამდე აწია.

























