აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში 70-80 ათასი რუსი სამხედრო პირი დაიღუპა ან დაიჭრა

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში 70-80 ათასი რუსი სამხედრო პირი დაიღუპა ან დაიჭრა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში 70-80 ათასი სამხედრო პირი დაკარგა. მათ შორის არიან როგორც გარდაცვლილები ასევე დაშავებულები.

ამის შესახებ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში კოლინ კოლმა განაცხადა.

„თუ ზუსტ რიცხვებზე ვსაუბრობთ, ომში ბევრი განუსაზღვრელობაა, მაგრამ ვფიქრობ, შეიძლება დარწმუნებით ვივარაუდოთ, რომ რუსებმა უკანასკნელი 6 თვის განმმავლობაში დაკარგეს 70-80 ათასი ადამიანი - მათ შორის არიან გარდაცვლილები და დაჭრილებიც“,-

განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დანაკარგების რაოდენობა „საკმაოდ შესამჩნევია“ რუსებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ვერ მიაღწიეს უკრაინაში შეჭრის მომენტისთვის პუტინის მიერ დასახულ ვერც ერთ მიზანს.