მევლუთ ჩავუშოღლუ - დაე, იცოდნენ მეგობრებმაც და მტრებმაც, რომ აზერბაიჯანი მარტო არ არის

როცა ყარაბაღი ოკუპაციის ქვეშ იყო, თურქეთი დადგა იმის მხარეს, ვინც მართალი იყო, როდესაც ბრძოლები დაიწყო, თურქეთმა მხარი დაუჭირა აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ თურქეთი მხარს უჭერს სამშვიდობო პროცესს და ყარაბაღის აღდგენას. ამასთან, მინისტრმა სომხეთს მოუწოდა, „თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან“.
„დაე, იცოდნენ მეგობრებმაც და მტრებმაც, რომ ძვირფასო, აზერბაიჯანი არასოდეს არის მარტო“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მისი თქმით, აზერბაიჯანის გამარჯვებამ ყარაბაღის ომში შექმნა პირობები სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და ნორმალიზაციის პროცესის დასაწყებად.

























