ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსეთი „რეფერენდუმებს“ ჩაატარებს, ის მოლაპარაკებების შესაძლებლობას დახურავს

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსეთი „რეფერენდუმებს“ ჩაატარებს, ის მოლაპარაკებების შესაძლებლობას დახურავს

ყველა, ვინც ოკუპანტებს თავისი განზრახვის განხორციელებაში ეხმარება, პასუხს აგებს. ისინი პასუხს აგებენ უკრაინის წინაშე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ ოკუპანტები ჩვენი ქვეყნის სამხრეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმებისთვის ემზადებიან. ძალიან მარტივი რამ მინდა ვთქვა: ყველა, ვინც ოკუპანტებს თავიანთი განზრახვის განხორციელებაში ეხმარება, პასუხის აგებს. ისინი პასუხს აგებენ უკრაინის წინაშე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ რუსეთის ფედერაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმებს“ ჩაატარებს, ამით ის უკრაინასთან და თავისუფალ მსოფლიოსთან მოლაპარაკებების შესაძლებლობას დახურავს.

„ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია უცვლელია: არ დავთმობთ იმას, რაც ჩვენია და თუ ოკუპანტები ამ ფსევდორეფერენდუმების გზას გაჰყვებიან, ისინი საკუთარ თავს დაუხურავენ უკრაინასთან და თავისუფალ მსოფლიოსთან მოლაპარაკებების ნებისმიერ შესაძლებლობას, რაც რუსული მხარეს აუცილებლად დასჭირდება გარკვეულ მომენტში”, - აღნიშნა ზელენსკიმ.