ოკუპანტებმა ვინიცის ოლქის სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, არიან დაშავებულები

ოკუპანტებმა ვინიცის ოლქის სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა უკრაინის ვინიცის ოლქის სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"სამწუხაროდ, ვინიცის ოლქის სამხედრო ობიექტებს რამდენიმე რაკეტა მოხვდა. არიან დაშავებულები. რაკეტების ტიპს შესაბამისი სამსახურები ადგენენ“, - აცხადებენ საჰაერო ძალების სარდლობაში.

მათივე ცნობით, იკვლევენ სარაკეტო განგაშის სისტემის გაუმართაობის მიზეზს.

მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 7 აგვისტოს საღამოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ძლიერი აფეთქებების ხმები გაისმა. კერძოდ, საუბარია ვინიცაზე, კრემენჩუგზე, კროპივნიცკისა და უმანზე.