მოლდოვას საგარეო უწყება - 14 წელი შესრულდა რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან - ჩვენ დავგმეთ ის მაშინ და ვგმობთ ახლაც

მოლდოვას საგარეო უწყება - 14 წელი შესრულდა რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან - ჩვენ დავგმეთ ის მაშინ და ვგმობთ ახლაც

დღეს 14 წელი შესრულდა რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან, რომელიც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. ჩვენ დავგმეთ ის მაშინ და ვგმობთ ახლაც - ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე წერს.

„მოლდოვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.