პოლონეთის საგარეო უწყება - ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული რეგიონების პროგრესირებად ანექსიას

პოლონეთის საგარეო უწყება - ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული რეგიონების პროგრესირებად ანექსიას

ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული რეგიონების პროგრესირებად ანექსიას - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე წერს.

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-14 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული რეგიონების პროგრესირებად ანექსიას“ , - ნათქვამია უწყების განცხადებაში.