სომხეთის თავდაცვის უწყება აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფს

სომხეთის თავდაცვის უწყება აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფს

სომხეთი აზერბაიჯანს საზღვარზე სროლებში ადანაშაულებს, რის შედეგადაც, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის რამ ტოროსიანის ინფორმაციით, ერთი სომეხი წვევამდელი დაიჭრა.

მისი ინფორმაციით, სროლა 6 აგვისტოს საღამოს განხორციელდა.

სომხეთის ბრალდებას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და სომხეთის განცხადებას, აზერბაიჯანის მიერ საზღვარზე ცეცხლის გახსნის შესახებ, სიცრუე უწოდა.

„ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძლების ქვედანაყოფს ხსენებული მიმართულებით ცეცხლი არ გაუხსნია“,- აღნიშნეს უწყებაში.