ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთის მიზნები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით გაუგებარი რჩება, თუმცა მისმა ქმედებებმა ძირი გამოუთხარა სადგურის მუშაობის უსაფრთხოებას

ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთის მიზნები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით გაუგებარი რჩება, თუმცა მისმა ქმედებებმა ძირი გამოუთხარა სადგურის მუშაობის უსაფრთხოებას

თვიანი ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მიზნები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით გაუგებარი რჩება, თუმცა ქმედებებმა, რომლებიც დამპყრობლებმა ობიექტზე ჩაიდინეს, ძირი გამოუთხარა სადგურის მუშაობის უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის უახლოეს ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსული ჯარები მოქმედებენ ელექტროსადგურის სიახლოვეს მდებარე რაიონებში და გამოიყენეს ამ რაიონებში ბაზირებული საარტილერიო ქვედანაყოფები უკრაინის ტერიტორიის დასაბომბად დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე.

„რუსეთის ფედერაციის ჯარი ქალაქ ენერგოდარს თავისი ძალების დასასვენებლად იყენებდა და ატომურ ელექტროსადგურის სიახლოვეს ყოფნით უკრაინის მხრიდან თავისი აღჭურვილობისა და პირადი შემადგენლობის დაბომბვის რისკს ამცირებდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.