იაპონიაში კოკისპირულმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია, 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება

იაპონიაში კოკისპირულმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია, 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება

იაპონიაში კოკისპირულმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის გამოც გამოცხადდა მობილიზაცია და მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

იაპონიის ხანძრისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს განცხადებით, მათ 500 000-მდე ადამიანი გააფრთხილეს ნიიგატას, იშიკავასა და იამაგატაში.

სტიქიის შედეგად ხიდები და გზები დაზიანდა, რამაც გადაადგილების პრობლემები შექმნა.