მიკოლაევში გამთენიისას ძლიერი აფეთქებები მოხდა

მიკოლაევში გამთენიისას ძლიერი აფეთქებები მოხდა

მიკოლაევის მერ ალექსანდ სენკევიჩის ინფორმაციით, ქალაქში გამთენიისას ძლიერი აფეთქებები მოხდა. მისი თქმით, რუსმა დამპყრობლებმა მიკოლაევის ორი უბანი დაბომბეს. სენკევიჩის განცხადებით, აფეთქებების შედეგად ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში კორპუსები დაზიანდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ხანძრის გაჩენის შესახებაც.

ალექსანდ სენკევიჩი მიკოლაევის მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და სახლებში დარჩნენ.