გურიაში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა

გურიაში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა

გურიაში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ჩაის ფესტივალი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების - (GIZ) ორგანიზებით გაიმართა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით ჩატარდა.

„ფესტივალის მონაწილეებს საშუალება გქონდათ დაეგემოვნებინათ თაფლი, ჩირი, ღვინო და სხვა პროდუქტები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მასტერკლასები, ფოტოგამოფენა და შეჯიბრი მეწარმეებს შორის. გამოვლინდა საუკეთესო ჩაის მფლობელი, რომელსაც სიგელი და პრიზი გადაეცა. ქართული ჩაის ფესტივალი გურიაში პროექტ ჩაის გზის ფარგლებში გაიმართა. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია, მუსიკოსთა პარკი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.