გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა კრამატორსკისა და ხარკოვის მიმართულებით  ოკუპანტების შეტევა მოიგერიეს

გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა კრამატორსკისა და ხარკოვის მიმართულებით  ოკუპანტების შეტევა მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების შეტევა კრამატორსკისა და ხარკოვის მიმართულებით მოიგერიეს.

კერძოდ, კრამატორსკის მიმართულებით დაბომბვა დაფიქსირდა სევერსკის, სერებრიანკას, ვერხნეკამენსკის, ზვანოვკასა და დონეცკის მახლობლად. მტერმა ასევე განახორციელა საჰაერო დარტყმა სერებრიანკას მახლობლად.

გენშტაბის ცნობით, დონეცკის მიმართულებით, მტერი ძალისხმევას ზრდის ბახმუტისა და ავდეევსკის მიმართულებით შეტევაზე. ცეცხლსასროლი იარაღის სისტემატური გამოყენებით, მტერი ცდილობს შეაჩეროს უკრაინის ჯარების მოქმედებები და თავიდან აიცილოს მათი გადაყვანა საფრთხის ქვეშ მყოფ ადგილებში.