იენს სტოლტენბერგმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან  სამხედრო მხარდაჭერის პრიორიტეტებზე ისაუბრა

იენს სტოლტენბერგმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან  სამხედრო მხარდაჭერის პრიორიტეტებზე ისაუბრა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკება გამართა.

სტოლტენბერგმა ზელენსკისთან უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერისა და მოკავშირეების მხრიდან დახმარების გაფართოების საკითხები განიხილა.

განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო მარცვლეულის ექსპორტი. იმის გათვალისწინებით, რომ მარცვლეულის პირველი პარტია 1-ელ აგვისტოს უკვე გავიდა ოდესის პორტიდან, სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა შეთანხმების სრული რეალიზაციის მნიშვნელობას.

„ვისაუბრეთ სამხედრო მხარდაჭერის პრიორიტეტებზე. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ნატო-მ და მოკავშირეებმა გაუწიონ მეტი დახმარება უკრაინას და ეს უფრო სწრაფად გააკეთონ. ვისაუბრეთ მარცვლეულის პირველ პარტიაზეც და ამ მიმართულებით შეთანხმების სრული რეალიზაციის მნიშვნელობაზე“,- განაცხადა სტოლტენბერგმა „ტვიტერის“ გვერდზე.