ალექსეი რეზნიკოვი 550 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარებისთვის  ჯო ბაიდენსა და ლოიდ ოსტინს მადლობას უხდის

ალექსეი რეზნიკოვი 550 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარებისთვის   ჯო ბაიდენსა და ლოიდ ოსტინს მადლობას უხდის

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და პენტაგონის ხელმძღვანელს ლოიდ ოსტინს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა.

დახმარების ახალი პაკეტი 550 მილიონი დოლარის მოცულობისაა.

„ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არის დამპყრობლები გაყარონ.

„ამერიკის შეერთებული შტატებისგან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი - ეს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებასა და ევროკავშირში დემოკრატიის შესანარჩუნებლად კიდევ ერთი ინვესტიციაა. ჩვენი არტილერისტები მზად არიან ღამე დღედ აქციონ, რათა რუსი დამპყრობლები უკრაინიდან გაყარონ! მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და თავდაცვის მინისტრს ლოიდ ოსტინს ლიდერობისთვის, ასევე ყველა ამერიკელსაც“,- განაცხადა რეზნიკოვმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გუშინ უკრაინისთვის 550 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო.