მარნეულის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მერიის ინფორმაციით, მარნეულში სარწყავი არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში რკინაბეტონის არხი მოეწყობა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 898 700 ლარს შეადგენს.

“რეაბილიტირებული სარწყავი წყლის არხით, სოფელ წერეთლისა და სოფელ დიოკნისის მოსახლეობა ისარგებლებს.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.