ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში რუსების სისასტიკე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ ქმედებებს ჰგავს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში რუსების  სისასტიკე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ ქმედებებს ჰგავს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩუსის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსი ოკუპანტების სისასტიკე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ ქმედებებს ჰგავს.

მისი განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ უნდა გამოაცხადოს, განსაკუთრებით ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მოკვლის შემდეგ.

ლატვიის პირველი დიპლომატის თქმით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინაში რუსი ოკუპანტების ქმედებები ძალიან ჰგავს „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებებს, რომელსაც ევროპა ყოველთვის ტერორისტებად მოიხსენიებდა.

„წინ წასვლის ერთადერთი საშუალება არსებული სტრატეგიის გაძლიერებაა, რომელიც მდგომარეობს უკრაინის დახმარებაში და მისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაგზავნაში. საზოგადოებამ ეს უნდა იგრძნოს, რუსების უმეტესობა მხარს უჭერს კრემლის პოლიტიკას. თუ ჩვენ ვაკრიტიკებთ ისეთ ქვეყნებს როგორიც არის ირანი, რუსეთი მისგან არაფრით არ განსხვავდება“,- განაცხადა რინკევიჩუსმა.

მისივე თქმით, აუცილებელია რუსეთის მთავრობის აქტივების ჩამორთმევა და რუსებისთვის ევროკავშირში ვიზების გაცემის შეზღუდვა.