აშშ-ის შტატ კენტუკიში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა შორის 6 ბავშვია

აშშ-ის შტატ კენტუკიში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა შორის 6 ბავშვია. შტატის გუბერნატორ ენდი ბაშერის თქმით, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება, რადგან რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება.
მისი თქმით, წყალდიდობამ ასობით სახლი და ბიზნეს-ობიექტი დააზიანა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. ბოლო მონაცემებით, 33 000-ზე მეტ ადამიანს ელექტროენერგია არ დრომდე არ მიეწოდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წყალდიდობას „დიდი უბედურება“ უწოდა და ფედერალური დახმარების გამოყოფის ბრძანება გასცა.

























