რადას ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებით, უკრაინამ ოკუპირებულ ელენივკას კოლონიაზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპული სამხედროების ცხედრების დაბრუნების პროცედურა დაიწყო

რადას ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებით, უკრაინამ ოკუპირებულ ელენივკას კოლონიაზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპული სამხედროების ცხედრების დაბრუნების პროცედურა დაიწყო

უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ უკრაინამ დაიწყო დროებით ოკუპირებულ ელენივკას კოლონიაზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპული სამხედროების ცხედრების დაბრუნების პროცედურა. დიმიტრი ლუბინეცის განმარტებით, საუბარია შესაბამის მოთხოვნაზე ცხდრების უკრაინის ცენტრალური ხელლისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების თაობაზე, რათა ისინი ოჯახის წევრებთან გადაასვენონ.

„ახლა ჩვენ ვაწარმოებთ ამ პროცედურას. ოფიციალურად ეს პროცედურა უკვე დაწყებულია“,- განმარტა ლუბინეცმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჟენევის კონვენციის დარღვევით ჰყავდათ.

„ეს დაწესებულება არ შეიძლება იყოს გათვლილი ადამიანთა მსგავს რაოდენობაზე - იქ ათასი ადამიანი იმყოფებოდა. ჩვენ არაერთხელ წამოვწიეთ საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის წითელი ჯვრის წინაშე, რომ მათ ჰქონოდათ წვდომა ამ ადგილზე და დაეფიქსირებინათ ადამიანთა დაკავების პირობების დარღვევის ფაქტები“,- განაცხადა ლუბინეცმა.