გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა 40 670 რუსი სამხედრო მოკლეს

უკრაინელებმა 24 თებერვლიდან დღემდე, 40 670 რუსი სამხედრო მოკლეს, აქედან 170 - ბოლო 24 საათში, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.
„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1759 ტანკი, 3995 ჯავშანტექნიკა, 906 ერთეული საარტილერიო სისტემა, 258 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 117 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 222 საბრძოლო თვითმფრინავი, 190 ვერტმფრენი, 733 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2889 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 78 ერთეული სპეცტექნიკა და 174 ფრთოსანი რაკეტა", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

























