უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 2199 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 2199 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, მათგან 225 სრულად განადგურებულია. ამის შესახებ ინფორამაციას გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვებისა და თავდასხმების შედეგად დაზიანდა 2199 სასწავლო დაწესებულება“,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
30 ივლისის მდგომარეობით, თავდასხმების შედეგად გარდაცვლილი ბავშვების რაოდენობა 358 შეადგენს, დაშავებულების კი -693-ს. გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის.

























