აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სანქციები ორი ფიზიკური და ოთხი სუბიექტის მიმართ არის მიმართული.
აღმასრულებელი ბრძანებით გამოცემული სანქციები უცხოეთის არჩევნებში ჩარევასა და მავნე კიბერ აქტივობას უკავშირდება.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, დღეს სანქცირებულმა რუსეთის მოქალაქეებმა - ალექსანდრ ვიქტოროვიჩ იონოვმა და ნატალია ვალერიევნა ბურლინოვამ, ისევე როგორც ოთხმა რუსულმა სუბიექტებმა სხვადასხვა როლი შეასრულეს, რათა მანიპულირება და დესტაბილიზაცია მოეხდინათ შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების, მათ შორის უკრაინის საქმეებში.

























