გერმანია უკრაინას 16 ჯავშანტექნიკის ხიდ Biber-ს გადასცემს

გერმანია უკრაინას 16 ჯავშანტექნიკის ხიდ Biber-ს გადასცემს

გერმანია უკრაინას 16 ჯავშანტექნიკის ხიდ Biber-ს გადასცემს. ამ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ჯავსანტექნიკის ხიდები უკრაინის სახმელეთო ძალებს შემდგომი მხარდაჭერის მიზნით გადაეცემა და უკრაინელებს მათი გამოყენება წარმატებით შეუძლიათ წყლის ან სხვა წინააღმდეგობის მარტივად დასაძლევად.

როგორც გამოცემა „უნიანი“ წერს, Biber-ები გამოიყენება, მაშინ, როდესაც ჯარებს თხრილებისა და წყლის ზედაპირზე სწრაფად გადაადგილება სჭირდებათ და მათ 20 მეტრზე მეტი სიგრძის წინაღობის გადალახვაც კი შეუძლიათ.

„უნიანის“ ინფორმაციით, უკრაინა ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანასთან შეიარაღებული ძალებისთვის გერმანული Leopard-ის საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე.