კიევის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ კიევის რეგიონის დაბომბვის შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა

კიევის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ კიევის რეგიონის დაბომბვის შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა

კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი ნებიტოვის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ კიევის რეგიონის დაბომბვის შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

კიევის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსი კულებას ცნობით, კიევში 5 სხვადასხვა აფეთქებისას, რუსულმა ძალებმა 20-ზე მეტი ჭურვი გაისროლეს. ჭურვი მათ შორის, სამხედრო დაწესებულებასაც მოხვდა.

„მტერმა ვიშგოროდის რაიონში დილით, დასახლებაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. მიზანში ამოღებულ ინფრასტრუქტურას ესროლეს“, - წერს კულება.