მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ რუსეთთან შეთანხმებები არ შეიძლება ჩაითვალოს სანდოდ, რადგან „ასეთია რუსეთი“

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის განცხადებით, რუსული ძალების მიერ, მარცვლეულის შეთანხმების შემდეგ ოდესის დაბომბვის გამო, შეთანხმება სანდო ვერ იქნება.
"შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე დღეს, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ოდესა დაბომბეს... აქედან გამომდინარე, ასეთი შეთანხმებები არ შეიძლება, რომ ჩაითვალოს როგორც სანდო, რადგან სამწუხაროდ, ასეთია რუსეთი", - განაცხადა მორავეცკიმ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, 22 ივლისს, უკრაინას, თურქეთსა და გაერო-ს შორის, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოეწერა სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში. შეთანხმების თანახმად, ექსპორტი უკრაინის სამი პორტიდან უნდა განხორციელდეს.

























