უკრაინის შს სამინისტროს ინფორმაციით, რუსული დაბომბვების შედეგად, ხერსონის რეგიონში 200 ჰექტარზე მეტი მოსავალი განადგურდა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსული მხარის მიერ დაბომბვების შედეგად უკრაინაში, ხერსონის რეგიონში 200 ჰექტარზე მეტი მოსავალი განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსმა სამხედროებმა ჩორნობაივკას მახლობლად, ქერის მინდვრებს ცეცხლი გაუხსნეს.
"ჭურვების ჩამოვარდნის შედეგად, თითქმის 200 ჰექტარი მოსავალი დაიწვა, მოსავალი განადგურებულია", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დასძინა, რომ რუსეთის არმიის მიერ, ხერსონის ტერიტორიაზე ჩადენილ 25 სავარაუდო სამხედრო დანაშაულთან დაკავშირებით პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

























