უკრაინის უშიშროების სამსახურმა ინფორმატორი დააკავა, რომელმაც უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების შესახებ ბელარუსის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ინფორმაცია გადასცა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა რივნის ოლქში ინფორმატორი დააკავა, რომელმაც უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების შესახებ ბელარუსის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ინფორმაცია გადასცა. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის უშიშროების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს.
მათვე ცნობით, უკრაინის სპეცსამსახურებმა ივანო-ფრანკოვსკის ოლქში მცხოვრები პირი გამოავლინეს, რომელიც ინფორმაციას აგროვებდა საგუშაგოების ადგილმდებარეობის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და აღჭურვილობის განლაგებისა თუ გადაადგილების შესახებ, ისევე როგორც ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში სხვა დანაყოფების შესახებ.
უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული ინფორმატორი განსაკუთრებით სასაზღვრო რეგიონებში ფორტიფიკაციებით იყო დაინტერესებული.
ინფორმატორმა შეგროვებული მონაცემები, საზღვრის უკანონო გადაკვეთის დროს, ბელარუს სამართალდამცავებს გადასცა. სპეცსამსახურები ამჟამად ამოწმებენ, ადგილი ჰქონდა თუ არა დაკავებულ მამაკაცსა და ბელარუსის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის სხვა შემთხვევებს.
დაკავებულს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

























