ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ - უკრაინელმა სამხედროებმა რუსი დამპყრობლებისგან ანდრეევკა და ლოზოვოე საბოლოოდ გაასუფთავეს

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ - უკრაინელმა სამხედროებმა რუსი დამპყრობლებისგან ანდრეევკა და ლოზოვოე საბოლოოდ გაასუფთავეს

უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი დამპყრობლებისგან ანდრეევკა და ლოზოვოე საბოლოოდ გაასუფთავეს.

მათი თქმით, უკრაინულმა ავიაციამ მტერს ოთხი დარტყმა მიაყენა სახმელეთო თავდასხმის თვითმფრინავების, ბომბდამშენების და ვერტმფრენების გამოყენებით. მოხვდა მტრის დასაყრდენები ანდრეევკას, ბელოგორკასა და ბლაგოდატნის რაიონებში.

სარდლობის ინფორმაციით, მტრის დადასტურებული დანაკარგებია: 89 რუსი დამპყრობელი, T-62 ტანკი, თვითმავალი ჰაუბიცები, ნაღმმტყორცნების სისტემა, ორი ჯავშანტექნიკა და ექვსი მანქანა, ბელოგოროვკაში განადგურდა მტრის საბრძოლო მასალის საცავი.