ოსვენციმის საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანის განცხადება "რასის შერევასთან“ დაკავშირებით გააკრიტიკა

ოსვენციმის საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანის განცხადება "რასის შერევასთან“ დაკავშირებით გააკრიტიკა

ჰოლოკოსტს გადარჩენილები შეშფოთებას გამოთქვამენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ "რასის შერევასთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.

ოსვენციმის საერთაშორისო კომიტეტმა ორბანის გამოსვლას „სულელური და საშიში“ უწოდა.

ამასთან, ორგანიზაცია ევროკავშირს მოუწოდებს, განაგრძოს დისტანცირება „ორბანის რასისტული განწყობისგან და ნათლად აჩვენოს მსოფლიოს, რომ ბატონ ორბანს ევროპაში მომავალი არ აქვს“.

„ორბანის აღნიშნული გამოსვლა ჰოლოკოსტს გადარჩენილებს საკუთარი გარიყულობისა და დევნის ბნელ პერიოდს ახსენებს“, - აღნიშნა ოსვენციმის საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა კრისტოფ ჰეუბნერმა.

ცნობისთვის, უნგრეთის ულტრაკონსერვატორმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რუმინეთის ტრანსილვანიის რეგიონში სიტყვით გამოსვლისას, სადაც დიდი უნგრული თემი ცხოვრობს, „არა-ევროპელებთან“ აღრევა გააკრიტიკა. მან მკაცრად გააკრიტიკა ევროპული ქვეყნები მათი ევროპული და არა-ევროპული მოსახლეობის აღრევის გამო. ორბანის თქმით, ქვეყნები, სადაც ევროპელი და არა-ევროპელი ხალხი აღრეულია, ერები აღარ არიან.

„ჩვენ უნგრელები არ ვართ შერეული რასა. ჩვენ არ გვსურს გავხდეთ შერეული რასა“, - დასძინა ორბანმა.