კონგრესმენ მაიკ ქუიგლის განცხადებით, დიქტატორ ვლადიმერ პუტინის მიერ დასახულმა მიზანმა უკრაინის წინააღმდეგ ომში, წარუმატებლობა განიცადა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენის მაიკ ქუიგლის განცხადებით, მიზნებმა, რომლებიც რუსმა დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა დაისახა უკრაინის წინააღმდეგ ომში, უკვე წარუმატებლობა განიცადეს.
კონგრესმენი დარწმუნებულია, რომ თუ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებების წარმოებას, საბოლოო მარცხს განიცდის.
ასეთი განცხადება კონგრესმენმა ქუიგლიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც რესპუბლიკელებისა და დემოკრატების დელეგაცია კიევში ვიზიტით იმყოფებოდა.
„ჩემი გზავნილი რუსეთის პრეზიდენტ პუტინისადმი ცხადია: თქვენმა მიზნებმა უკრაინაში წარუმატებლობა განიცადა. თუ თქვენ გააგრძელებთ ამ უკანონო თავდასხმას, რუსეთი კიდევ უფრო მეტად იზოლირებული და დამცირებული იქნება. უკრაინა და მისი მოკავშირეები არ იყოყმანებენ“,- განაცხადა ამერიკელმა კანონმდებელმა.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესმენების დელეგაცია შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, უმაღლესი რადას დეპუტატებს, იმყოფებოდნენ ბუჩასა და ირპინში და სხვა დასახლებული პუნქტები.

























