რომის პაპმა კანადის სკოლა-პანსიონებში იძულებით გადაყვანილ აბორიგენებს ბოდიში მოუხადა და პატიება სთხოვა

რომის პაპმა კანადის სკოლა-პანსიონებში იძულებით გადაყვანილ აბორიგენებს ბოდიში მოუხადა და პატიება სთხოვა

რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით კანადაში იმყოფება. პაპი კანადის აბორიგენ მოსახლეობას შეხვდა, რომელთა დიდი ნაწილი გასულ საუკუნეში ოჯახებს მოაშორეს და იძულებით სკოლა-პანსიონებში გადაიყვანეს.

კათოლიკური სამყაროს წინამძღოლმა მათ ბოდიში მოუხადა და პატიება სთხოვა.

„მე ღრმად დამწუხრებული ვარ ამ მოვლენების გამო. ბოდიშის მოხდა პირველი ნაბიჯია და აუცილებელია ძალადობის ფაქტების გამოძიება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ურთიერთობების გაუმჯობესებას“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, 1881-1996 წლებში 150 000-ზე მეტი აბორიგენი ბავშვი საკუთარ ოჯახებს გამოაცალკევეს და სკოლებში გადაიყვანეს, სადაც ისინი სწავლასთან ერთად ცხოვრობდნენ. მათ მიმართ მკაცრ მოპყრობას კანადის მთავრობის ერთ-ერთმა კომისიამ „კულტურული გენოციდი“ უწოდა, რადგან არაერთი ბავშვი შიმშილის, ფიზიკური და სექსუალურ ძალადობის მსხვერპლი გახდა.