მიანმარში სამხედროებმა ოთხი აქტივისტი სიკვდილით დასაჯეს

მიანმარში სამხედროებმა დემოკრატიის მომხრე ოთხი აქტივისტი სიკვდილით დასაჯეს. გაერო-ს ცნობით, 1988 წლის შემდეგ ეს სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევაა.
ოთხივე აქტივისტს „ტერორისტული აქტების" ჩადენაში დასდეს ბრალი.
მათ სიკვდილით დასჯა დახურული სასამართლო პროცესის დროს მიუსაჯეს, რომელიც უფლებადამცველმა ჯგუფებმა უსამართლო უწოდეს.
ცნობისთვის, 2021 წელს მიანმარში ძალაუფლება სამხედროებმა ჩაიგდეს ხელში, რამაც ქვეყანაში ფართო დემონსტრაციები და დემოკრატიის მომხრე მომიტინგეების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ წინააღმდეგ დარბევები მოჰყვა.

























