კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია - კახეთში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ინიციატივით, რეგიონში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. ინფორმაციას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დასუფთავების აქცია კახეთის რეგიონში შემავალ თითოეულ მუნიციპალიტეტში ჩატარდა და მასში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებმა, მერიების ა(ა)იპ-ების თანამშრომლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.
„დასუფთავების აქციის ფარგლებში განხორციელდა პრემიერ - მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ მიმდებარე ადგილებისა და სკვერების დასუფთავება. რეგიონის მასშტაბით ახალი გამაფრთხილებლი ბანერები წარწერით - „ნუ დაანაგვიანებ შენს სამშობლოს" განთავსდა ჯამში - 129 ლოკაციაზე და განახლდა უკვე არსებული ბანერები ჯამში - 60 ლოკაციაზე. შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონი ზედიზედ მეოთხედ კონკურსის „სუფთა რეგიონი" გამარჯვებულია. რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში დასუფთავების მასშტაბური აქციები მუდმივ რეჟიმში იმართება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

























