PT-91 ტვარდის ტიპის ტანკები პოლონეთიდან უკვე უკრაინაშია

PT-91 ტვარდის ტიპის ტანკები პოლონეთიდან უკვე უკრაინაშია

PT-91 ტვარდის ტიპის ტანკები პოლონეთიდან უკვე უკრაინაშია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი „ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს. ის სოციალურ ქსელში უკრაინაში ჩასული ტანკების ფოტოსაც აზიარებს.

„PT-91 ტვარდის ტიპის ტანკები პოლონეთიდან უკვე უკრაინაშია. მადლობა ჩვენს მეგობრებს“,- წერს ერმაკი სოციალურ ქსელში.