ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 39 700 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

24 თებერვლიდან 25 ივლისამდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 39 700 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათი ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა, რუსული შეჭრის ხუთი თვის თავზე, გაანადგურეს მტრის 1730 ტანკი, 3950 ჯავშანტექნიკა, 876 საარტილერიო სისტემა, 257 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 116 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 222 თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 719 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 174 ფრთოსანი რაკეტა, 2832 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 73 ერთეული სპეცტექნიკა.

























