იაპონიაში კუნძულ კიუშუზე ვულკანი ამოიფრქვა

იაპონიაში კუნძულ კიუშუზე ვულკანი ამოიფრქვა

იაპონიის დასავლეთით მდებარე კუნძულ კიუშუზე ვულკანი ამოიფრქვა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ვულკანი საკურაძიმა, რომელიც კუნძულ კიუშუს სამხრეთით მდებარეობს, ადგილობრივი დროით დაახლოებით, 20:05 საათზე ამოიფრქვა.

მედიის ცნობით, ამ დროისთვის განგაშის დონე 5-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალია. ზოგიერთ რეგიონში კი - ევაკუაციის რეკომენდაციასაც გასცემენ.

ამასთან, როგორც მედია იუწყება, ვულკანის შედეგად დაზარალებულთა შესახებ ამ დროისთვის ცნობები არ არის.

ცნობისთვის, საკურაძიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და მისი სხვადასხვა დონის ამოფრქვევა რეგულარულად ხდება.