აშშ-ის პირველი ლედის განცხადებით, შეერთებული შტატები შეინარჩუნებს კომპლექსურ მიდგომას უკრაინის დახმარებაში

აშშ-ის პირველი ლედის განცხადებით, შეერთებული შტატები შეინარჩუნებს კომპლექსურ მიდგომას უკრაინის დახმარებაში

აშშ-ის პირველი ლედის ჯილ ბაიდენის მტკიცებით, შეერთებული შტატები შეინარჩუნებს კომპლექსურ მიდგომას უკრაინის დახმარებაში. მისი თქმით, უკრაინას დახმარება გაეწევა თავდაცვითი იარაღით, ისევე, როგორც საკვებით პროდუქტებით, მედიკამენტებითა და ეკონომიკური მხარდაჭერით. ამის შესახებ ჯილ ბაიდენმა სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტზე ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა კომპლექსური იქნება, ჩვენ მას ვეხმარებით ყველა მიმართულებით - სამხედრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და ასევე ადამიანის უფლებათა სფეროში“,- განაცხადა ჯილ ბაიდენმა.

მისი თქმით, ოფიციალური ვაშინგტონის დახმარება უკრაინელ ხალხზე იქნება კონცენტრირებული.

„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გადავლახოთ ამ ომის რთული ფიზიკური და ფსიქოლოგიური შედეგები“,- განაცხადა ჯილ ბაიდენმა.