მიხაილო პოდოლიაკი - მელანმა გაშრობა ვერ მოასწრო, რომ ორი უზნეო პროვოკაცია განხორციელდა: თავდასხმა ოდესის პორტზე და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ უკრაინის პორტები „საშიშია გადაზიდვისთვის“

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსული ძალების მიერ ოდესის პორტზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

„რუსეთის ფედერაციის მოსალოდნელი უღირსობა. მელანმა გაშრობა ვერ მოასწრო, რომ ორი უზნეო პროვოკაცია განხორციელდა: თავდასხმა ოდესის პორტზე და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ უკრაინის პორტები "საშიშია გადაზიდვისთვის". შეხსენება მსოფლიოსთვის, თუ რა ფასი აქვს რუსული "მშვიდობის ძიებას", - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა და უკრაინამ, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას ექსპორტის განახლების მიზნით შავი ზღვის პორტების გახსნის შესახებ. დღეს, რუსულმა ძალებმა ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.