ალექსეი დანილოვი - იარაღით შავ ბაზარზე ვაჭრობის შესახებ განცხადებებზე უკრაინა ევროპოლისგან ფაქტებსა და მტკიცებულებებს ელოდება

უკრაინა მოელის, რომ ევროპოლისგან სასწრაფოდ მიიღებს ფაქტებს და მტკიცებულებებს იარაღითა და სამხედრო საქონლით შავ ბაზარზე ვაჭრობის შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა მდივანი ალექსეი დანილოვმა განაცხადა.
„ველით არსებით დიალოგს - ფაქტებითა და მტკიცებულებებით - ევროპოლის ოფიციალურ წარმომადგენლებთან უკრაინიდან შავ ბაზარზე „ცეცხლსასროლი იარაღით და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის“ სავარაუდო შემთხვევებზე განცხადებებისთვის. ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული ინფორმაციის სწრაფი გაცვლითა და მყისიერი რეაგირებით“, - წერს დანილოვი „ტვიტერზე“.
მისი თქმით, დასავლურ პრესაში „იარაღის კონტრაბანდის“ შესახებ პუბლიკაცია ემთხვევა რუსეთის მიერ უკრაინის დისკრედიტაციისკენ მიმართული მასშტაბური საინფორმაციო სპეცოპერაციის დაწყებას, რომლის მიზანია მოკავშირეებისგან იარაღის მიწოდების შეწყვეტა.
„თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ დასავლურ მედიაში „იარაღის კონტრაბანდის“ შესახებ პუბლიკაცია ემთხვევა რუსეთის მიერ მასშტაბური სპეციალურ საინფორმაციო ოპერაციის, „მაკზიმის“ უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით დაწყებას, რომლის მიზანი მოკავშირეებისგან იარაღის მიწოდების შეჩერებაა“, - წერს დანილოვი.
მისი თქმით, აღნიშნული საინფორმაციო ოპერაცია ხორციელდება იმ პერიოდში, როდესაც ომის მსვლელობისას უკრაინის შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ ცვლილებები ხდება, რაც სწორედ თანამედროვე დასავლური შეიარაღების მიღების შედეგია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპოლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, დაფიქსირდა ცეცხლსასროლი იარაღისა და სამხედრო საქონლის უკრაინიდან შავ ბაზარზე ვაჭრობის შემთხვევები.

























